ნინო მასურაშვილი

სურამის პირველი საჯარო სკოლა

  მოხსენების სათაური :   სასწავლო  პროექტი   ,, ხელით დაწერილი საგანძური“

                                      I    შესავალი   

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების, უპირველესად კი  სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია,  დროის სულ მცირე მონაკვეთშიც კი მნიშვნელოვნად ვითარდება  მისი ასპექტები.   სკოლის უმნიშვნელოვანესი მისიაა, საგანმანათლებლო პროცესი ისე დაიგეგმოს და წარიმართოს, რომ მოსწავლემ არ დაკარგოს ხელით წერის კულტურა,  იცოდეს, რომ ინფორმაციის პირველადი წყარო ხელნაწერებია და სწორედ მათი საშუალებით მოაღწია ჩვენამდე პრეისტორიულმა თუ ისტორიულმა წარსულმა.

დასამალი არ არის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უჭირთ წერა და   წერითი მეტყველება ,რატომღაც  მიაჩნიათ, რომ კალიგრაფიას არ ექცევა ყურადღება, მითუმეტეს, რომ ნებისმიერი სახის დავალება და ინფორმაცია შესაძლებელია ელექტრონული ფორმით წარმოადგინონ. ასეთმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია.

სწორედ ამ პრობლემამ გადაგვაწყვეტინა მე და ჩემს მოსწავლეებს აღნიშნული პროექტის განხორციელება.

სამიზნე ჯგუფი — VIII კლასი ( 16 მოსწავლე )  //   განხორციელების ვადა — ოთხი  კვირა. ( 1-28 მარტი, 2014 წელი )

  უნარები — რომლებიც პროექტზე მუშაობისას უვითარდება მოსწავლეს:

სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი  სწავლის, ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარი.

ესგ —                     ქართ. VIII. 10. /ქართ. VIII. 6.

მიზანიხელნაწერებისა და ხელნაწერი წიგნების მნიშვნელობის გააზრება,  დამოუკიდებელი აზროვნებისა და ინტერპრეტირების განვითარება.

                                    მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა

აქტიური სწავლების მეთოდი  — სწავლების პროცესში ძირითადად მოსწავლე აქტიურობს. ლოგიკური აზროვნების მეთოდი    რომლის დროსაც ხდება ფაქტებზე დაყრდნობით კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს ძირითადად კრიტიკული აზროვნებაა.

ინდუქციური  მეთოდი — სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

სოკრატული მეთოდი  —პრობლემური კითხვების დასმა და მათზე ალტერნატიული პასუხების გააზრება. პრობლემის  გადაჭრის გზების ძიება.

პროექტის სრული აღწერა (ამოცანები და განხორციელების გზები, აქტივობები ):

  1. ინტეგრიებული სემინარი ( ქართული/ისტორია) თემაზე — უძველესი ხელნაწერი წიგნები .

მოსწავლეებმა შეისწავლეს სასკოლო სახელმძღვანელოში ( როდონაია ) წარმოდგენილია თემა  უძველესი ხელნაწერი წიგნების შესახებ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ, რომლის შემდეგ ჩატარდა სემინარი-დისკუსია შესწავლილ თემაზე. გამოიკვეთა მათი ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობა.

  1. სურამის არტიტექტურული ძეგლების დათვალიერება და ძველი თუ ახალი წარწერების გადაღება- აღრიცხვა. იქ დაცული ხელნაწერი წიგნების მოძიება .  მეტი წილი შესრულებულია ძველი ქართული ანბანით, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შეისწავლეს ასომთავრული ანბანი და შეძლეს მათი  ეპიზოდური წაკითხვა. დაწერეს რეფლექსია… ,, რას მოგვითხრობს საეკლესიო წარწერები“.  მოიძიეს უძველესი  წარწერები სამშენებლო ქვებზე, უნიკალური ეპიტაფიები.

მოსწავლეების მიერ მოკვლეული მასალებიდან უნიკალური აღმოჩნდა სურამის წმინდა    გიორგის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებული საფლავის ქვა ნუსხური წარწერით… ,,,ესე არს მონა სოფლისა აწ ქვად ქცეული ქვის ქვეშე“. ეს რესურსი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარვადგინეთ.

  1. ვიზიტი ხაშურის მხარეთმცოდნეობისა და სურამის ლესია უკრაინკას სახელობის სახლ -მუზეუმებში. მიზანი — ხელნაწერებისა და ძველი წიგნების ნაკვალევზე.  ვიდეორესურსის შექმნა.
  2. კინოჩვენება (განხილვა) —საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ( წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი უძველესი ხელნაწერი წიგნების გადარჩენასა და შეგროვებაში. მოსწავლეებმა დაასკვნეს , რომ ნებისმიერი ხელნაწერი დოკუმენტი მატერიალური  მტკიცებულებაა, მისი მნიშვნელობა  და დანიშნულება მრავალგვარია,  ხელნაწერები ერის კულტურის განუყოფელი და თვითმყოფადი  ნაწილია, რასაც ვერ ვიტყვით ელექტრონულ წიგნიერებასა თუ წერილობით ინფორმაციაზე.
  3. უძველესი ხელნაწერებისა და წიგნების მოძიება და გამოფენა სკოლაში ( მრგვალი მაგიდა ) . ამ ფორმით ჩატარდა თემატური სემინარი, აქცენტი გაკეთდა შესწავლილი საკითხის ასპექტებზე, წარმოდგენილი მასალის მნიშვნელობასა და ფორმაზე. მოძიებული რესურსებიდან ყველაზე ძველი აღმოჩნდა 1937 წელს გამოცემული შექსპირის ,,სონეტები“, ხოლო ხელნაწერებიდან 1941 წელს მეორე მსოფლიო ომიდან  ჯარისკაცის მიერ გამოგზავნილი სამკუთხა ბარათები.
  1. კალიგრაფიის კონკურსი ( მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით ) სკოლაში    გამოიფინა  ნამუშევრები, სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ( მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე  )

გამოავლინა საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომი სამივე კატეგორიაში.

  1. კედლის გაზეთების გამოშვება . მოსწავლეთა ორმა ჯგუფმა შეკრებილი ინფორმაციისა და  ჩატარებული აქტივობების გათვალისწინებით გამოუშვა  კედლის ხელნაწერი გაზეთი.

 

8     სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ცენტრის ხელმძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმებით განვახორციელეთ :

ა) ვიზიტი საგამოფენო დარბაზში მუდმივმოქმედ გამოფენაზე «ქართული ხელნაწერი», სადაც წარმოდგენილია ქართული ხელნაწერები VII-XVIII საუკუნეების პერიოდისა.

ბ) .  კომპიუტერული პროგრამის «ხელნაწერი წიგნის მომზადება» ჩვენება,  რომელშიც ხელნაწერი წიგნის შექმნის მომზადების რთული პროცესი წარმოდგენილია ანიმაციის სახით.

გ) ინტერვიუ ცნობილი ენათმეცნიერის კორნელი კეკელიძის შთამომავალთან.

დ)ვიზიტი იშვიათ გამოცემათა კაბინეტში, სადაც დაცულია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ავეჯი, ბაქარ ბატონიშვილისეული პირველნაბეჭდი ბიბლია და სხვა უნიკალური ძველნაბეჭდი წიგნები.

 

  1. 9. საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება … ხელნაწერი საგანძური
  2. რეფლექსური ესე.
  3. 11. პროექტის პრეზენტაცია სურამის  ბიბლიოთეკაში…

 III შედეგი  

პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვანი იყო ჩემი მოსწავლეებისათვის. ყველა აქტივობა გამომდინარეობდა მიზნიდან.  მშობლების დახმარებით წარმატებით განვახორციელეთ ამოცანები.

მოსწავლეებმს განუმტკიცდათ დამოუკიდებელი აზროვნებისა და ანალიზის უნარი. ინფორმაციათა მოძიებისა და დახარისხების პერიოდში ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ანგარიშს უწევდნენ ერთმანეთის შეხედულებებს. შეძენილი ცოდნა გამოიყენეს განსხვავებულ სიტუაციაში, მათ ძალიან მოსწონთ არაფორმალურ გარემოში განხორციელებული იქტივობები. განსაზღვრეს  საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;

განუვითარდათ გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარ-ჩვევები,  საჭიროების  შემთხვევაში შეძლეს თანასკოლელთა, საზოგადოებისა და მშობლების ჩართვა, ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნეს აუდიო-ვიდეო და ფოტოპროდუქტები, რომლებიც მინანდასახულად მოგვითხრობენ რაიონის ხელნაწერი ძეგლების ისტორიას.

უმნიშვნელოვანესი იყო მუშაობის პროცესში სსსმ მოსწავლის ჩართვა, იგი გათავისუფლდა ყოველგვარი კომპლექსებისაგან, თანამშრომლობდა ჯგუფის წევრებთან და არცერთ ეტაპზე არ იყო ინდიფერენტული.

                                                        IV დასკვნა

  • პროექტზე მუშაობამ კიდევ ერთხელ მიჩვენა, რომ მასწავლებელმა განსხვავებული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება სწავლების პროცესის აუცილებელ პირობად უნდა განიხილოს. ამ გზით მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების გამოვლენა უშუალოდ დ და ბუნებრივად ხდება . მათ უხარიათ , ხალისით ემზადებიან, სიამოვნებით ასრულებენ ჩვენს მითითებებსა და დავალებებს, სწავლის პროცესი საინტერესო და არასტნდარტულია.  თანამშრომლობენ და აფასებენ ერთმანეთის ძლიერსა და სუსტ მხარეს. უკუკავშირი ყოველთვის არის სრულყოფილი და პოზიტიური.  ნაკლებად ფორმალურმა, თავისუფალმა ატმოსფერომ  თითოეული მოსწავლის  ჩართულობა განაპირობა,  ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია,  ხოლო თანასწორუფლებიანობის განცდამ   მოსწავლეთა ახალი უნარ-ჩვევები   გამოავლინა.

ერთობლივად შეძლეს ისეთი პრობლემების დაძლევა, რომელსაც ცალკე ვერც მე გავუმკლავდებოდი და ვერც თითოეული მათგანი.  მნიშვნელოვნად შეცვალა მათი  წერის კულტურა და დამოკიდებულება ხელნაწერების მიმართ .

პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ სასწავლო მასალა დაგვეკავშირებინა ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტან, რის შედეგადაც მოსწავლეს უვითარდება მაღალი დონის სააზროვნო უნარები.

გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი:

  მანანა ბოჭორიშვილი — პროექტი, როგორც სასწავლო მეთოდი

განვითარებისა და სწავლის  თეორიები    ( ინტერაქტიური სწავლება )

 

2 ответ. на "ნინო მასურაშვილი"

Оставьте комментарий